ბუდუ ზივზივაძემ წელის ტკივილის გამო „კარლსრუეში“ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ წელის ტკივილის გამო „კარლსრუეში“ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ვარჯიში წელის ტკივილის გამო ნაადრევად დაასრულა, – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ინფორმაციას გამოცემა Badische Neueste Nachrichten (bnn.de) ავრცელებს.

„ბუდუ ზივზივაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ფეხბურთელი წელის ტკივილმა შეაწუხა) ვარჯიში ნაადრევად დაასრულა“, – წერს გერმანული გამოცემა.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა (14 თამაში) შეცვლაზე ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა, ერთი საგოლე პასი შეასრულა და იგორ მატანოვიჩთან ერთად, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კაიზერსლაუტერნს“ ესტუმრება. მატჩი 24 თებერვალს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი მოუწევს ქართველ თავდამსხმელს მკურნალობა და დასვენება.