ბუდუ ზივზივაძემ წელი გოლით გახსნა
ბუდუ ზივზივაძემ წელი გოლით გახსნა

ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვართან“ ერთად უნგრეთის ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება ხორვატიაში დაიწყო. გუნდმა საკონტროლო მატჩი გამართა, სადაც პირველი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.

მოსამზადებელ მატჩში „ფეჰერვარის“ მეტოქე ხორვატიის მეორე დივიზიონის გუნდი „ორიენტი“ იყო და უნგრელებმა მეტოქე იოლად დაამარცხეს – 6:2. ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ორი გოლი ცნობილი უნგრელი მოთამაშის, „ჰერტას“ ყოფილი ფეხბურთელის, პოლ დარდაის ვაჟმა, 21 წლის პალკო დარდაიმ გაიტანა, რომელიც გუნდს იანვარში „ჰერტადან“ შეუერთდა.

ფეჰერვარი“ მორიგ სპარინგ-მატჩს ხუთშაბათს ხორვატიაში ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბის, ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.