ბუდუ ზივზივაძემ „ვაშაშს“ გაუტანა [ვიდეო]
ბუდუ ზივზივაძემ „ვაშაშს“ გაუტანა [ვიდეო]

„ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს სათასო დაპირისპირების მოგებაში დაეხმარა.

უნგრეთის თასის მეთექვსმეტედფინალში „ფეჰერვარი“ გასვლაზე „ვაშაშს“ ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში მესამე წუთზე 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა. ივან პეტრიაკის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, ზივზივაძემ კი დამატებაზე ზუსტად ითამაშა.

ბუდუ ზივზივაზემ გუნდის ფორმით მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა, სამი კი ანგარიშზე უნგრეთის თასზე ჩაიწერა. „ფეჰერვარი“ უნგრეთის თასის მერვედფინალში „დიოშგიორს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.