ბუდუ ზივზივაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა - მამარდაშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
გერმანიის თასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „აუგსბურგს“ უმასპინძლა, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, მეორე დამატებით ტაიმში „კარლსრუე“ დაწინაურდა, მაგრამ 120+3-ე წუთზე „აუგსბურგმა“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, სტმრებმა პენალტებიც უფრო ზუსტად შეასრულეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. სერიაში ბუდუს პენალტი არ დაურტყამს, რაგან მწვრთნელმა იგი 120-ე წუთზე შეცვალა.
გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია ესპანეთის თასის 1/32-ფინალში, რომელშიც „ვალენსიამ“ ქვედალიგელი „ეხეა“ 3:1 დაამარცხა.
„ვალენსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ საქართველოს ნაკრების მეკარე და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.
მეორე ტაიმში „ვალენსია“ იკერ კორდობასა (49) და დანი გომესის (63) გოლებით დაწინაურდა. გაბრი პალმასმა (71) სხვაობა შეამცირა, მაგრამ რაფა მირმა (90+1) სტუმრების ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/16-ფინალში ითამაშებს.