ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა - „ჰაიდენჰაიმი“ „ფრაიბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში თავი კვლავ გამოიჩინა, თუმცა ეს „ჰაიდენჰაიმისთვის“ სტუმრად „ფრაიბურგთან“ საკმარისი არ აღმოჩნდა – გუნდი 1:2 დამარცხდა.
30-ე ტურის მატჩში „ფრაიბურგი“ პირველ ტაიმში დაწინაურდა, 24-ე წუთზე ანგარიში შვეიცარიელმა ნახევარმცველმა, იოჰან მანზამბიმ გახსნა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და მალევე გოლი გაიტანა.
სტუმართა კონტრშეტევისას, 58-ე წუთზე მატიას ჰონსაკმა საჯარიმოსთან ბუდუ ზივზივაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი ეფექტურად გააგზავნა კარში და წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე „ფრაიბურგის“ თავდამსხმელმა, მაქსიმილიან ეგეშტაინმა კი სტუმართა კარი მეორედ აიღო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე დარჩა და ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პლეიაუტის ზონაში მყოფ „ზანქტ პაულის“ შვიდი ქულით ჩამორჩება. ზივზივაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, ხოლო მთლიანობაში მის ანგარიშზე სამი გოლია.