ბუდუ ზივზივაძე ზედიზედ მეორედ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა და უშუალო კონკურენტის, „ჰოლშტეინ კილის“ დამარცხებაში (3:1) მთავარი როლი ითამაშა.

ქართველ ფეხბურთელს ანალიტიკურმა ვებგვერდმა Flashscore-მა 8,4 ქულა დაუწერა, ხოლო უფრო ავტორიტეტულმა გვერდებმა, Sofascore-მა და Whoscored-მა, შესაბამისად, 9.0 და 9,2 ქულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.