ბუდუ ზივზივაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს #1TVSPORT

„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს.

„წლის ბოლო შეკრებაა და მნიშვნელოვანია, წელი კარგად დავასრულოთ. ფეხბურთელები ამას ითავისებენ და მზად არიან. ამავე დროს, შოტლანდიასთან შეხვედრა ბოლოა მარტის შეკრებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მარტამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია შეკრების კარგი განწყობით დასრულება. გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. ვთხოვ მაყურებელს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში ყველა ბედნიერი დაბრუნდეს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, შოტლანდიასთან 16 ნოემბერს გამართავს. „დინამო არენიდან“ შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.