ზივზივაძე იმედოვნებს, რომ ახალი მწვრთნელი მასზე თვალებს არ დახუჭავს - საქართველოს ნაკრებში არყოფნა ძალიან საწყენი იყო
ზივზივაძე იმედოვნებს, რომ ახალი მწვრთნელი მასზე თვალებს არ დახუჭავს - საქართველოს ნაკრებში არყოფნა ძალიან საწყენი იყო

უნგრეთის ვიცეჩემპიონის, „ფეჰერვარის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებში არ მიიწვიეს.

გადაცემის წამყვანის მიერ მტკივნეულ თემაზე დასმულ კითხვაზე 26 წლის თავდამსხმელმა გულახდილად ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ თავის გამოჩენის შანსს ახალი მთავარი მწვრთნელი მისცემს.

„ვლადიმირ ვაისთან ბოლოს კონტაქტი 2018 წლის მაისში მქონდა, როდესაც ნაკრები მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებს მართავდა. ამ შეკრების შემდეგ ვაისთან არანაირი შეხება არ მქონია, ჩვენს შორის სატელეფონო საუბარიც კი აღარ შემდგარა. მიზეზებზე ჩემგან ლაპარაკი რთული იქნება, რადგან არავის უთქვამს, ნაკრებში რატომ არ ვიყავი. ეტყობა, ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა, როგორც ჩანს, მის სქემებში არ ვჯდებოდი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, რადგან ყოველთვის იმიტომ ვშრომობ, რომ საჭირო დროს ჩემს ქვეყანას დავეხმარო და საამისოდ შრომას ისევ ვაგრძელებ“, – განაცხადა ზივზივაძემტაიმაუტში“.

ფეჰერვარის” ქართველი ლეგიონერი თანადგომისთვის გულშემატკივრებს ემადლიერება: „დანებებას არ ვაპირებ და ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ ნაკრებში მოვხვდე. მადლობას ვუხდი ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც სურვილს გამოხატავდა, რომ ნაკრებში მეთამაშა. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველოს ნაკრების მაისურის მორგების საშუალება მომეცემა“.