ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. „ფეჰერვარის“ ქართველ თავდამსხმელს სტუმრად „უიპეშტთან“ მოგებულ (5:0) მატჩში კარგი თამაში გამოცემა csakfoci-მა დაუფასა.

„მან მთავარი როლი ითამაშა „ფეჰერვარის“ პირველ ოთხ გოლში. ჯერ ფუნშო მეკარესთან პირისპირ დატოვა, მეორედ მისი დარტყმის შემდეგ ისევ ფუნშომ გამოიჩინა თავი, მესამედ თავად გაიტანა, მეოთხე გოლი კი მშვენიერი გადაცემით ივან პეტრიაკს ისეთ პოზიციაზე მისცა პასი, რომლის გამოყენებაც შეუძლებელი იყო“, – წერს უნგრული გამოცემა.

26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ფეჰერვართში“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და უკვე გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.