ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში საფეხბურთო ლიგის (NB I) მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. „მეზოკოვეშდის“ ქართველ თავდამსხმელს კარგი თამაში დაუფასდა – პოპულარულმა გამოცემა csakfoci-იმ ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ზივზივაძე შეუჩერებელი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი ლამაზი სოლო-რეიდის შემდეგ გაიტანა, ხოლო შემდეგ ვაიდას საგოლე გადაცემა გაუკეთა“ – წერს csakfoci.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში „მეზოკოვეშდმა“ შინ „დებრეცენს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა თავი მასპინძლებისთვის საჭირო დროს გამოიჩინა – 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
10 ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდი“ 22 ქულით ლიდერ „ფეჰერვარს“ დაეწია, რომელმაც ბოლო ტურში „ფერენცვაროშთან“ შინ ანგარიშით 1:2 წააგო.