ბუდუ ზივზივაძე „ტორპედოზე“ - კომბინაციებს ვალაგებთ და სპარინგები ამიტომ გვიადვილდება
ბუდუ ზივზივაძე „ტორპედოზე“ - კომბინაციებს ვალაგებთ და სპარინგები ამიტომ გვიადვილდება

ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა და პირველი თამაშები წარმატებით ჩაატარა: 24 წლის თავდამსხმელმა ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

„ტორპედოსა“ და სერბული „რადას“ შეხვედრის ბედიც მან გადაწყვიტა: ქუთაისელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს, ზივზივაძემ კი დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდთან ადაპტაციით კმაყოფილია.

„ახალწვეულები კარგად შევეწყვეთ იმათ, ვინც გუნდში დაგვხვდა. ერთმანეთს მოედანზეც ვუგებთ და მის მიღმაც. პირადად მე ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ადრე რამდენიმე „ტოროპედოელთან“ ქუთაისში და სხვა გუნდებში მითამაშია. რა თქმა უნდა, შედეგი ჩემთვის სასიხარულოა. სეზონის დაწყებამდე ოთხ მატჩში ხუთი გოლი გავიტანე. შევეცდები, რომ სეზონშიც ნაყოფიერი და შედეგიანი ვიყო. რაც შეეხება შეკრებას, მიმაჩნია, რომ ნაყოფიერად მიმდინარეობს. ერთი კვირაა, რაც თურქეთში ვიმყოფებით, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, ბიჭები ერთმანეთს მომავალ შეხვედრაზე ველაპარაკებით, კომბინაციებს ვალაგებთ და სპარინგები ამიტომ გვიადვილდება. ფეხბურთელებს გვსიამოვნებს ის ფეხბურთი, რომელსაც კახა ჩხეტიანის ხელში ვთამაშობთ“, – ამბობს ზივზივაძე.