ბუდუ ზივზივაძე ქართულ კლასიკოზე - ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა
ბუდუ ზივზივაძე ქართულ კლასიკოზე - ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა

ხვალ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის და ზოგადად პირველი წრის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.

ოთხშაბათს, 3 აპრილს, ქუთაისის ტორპედო თბილისის დინამოს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ ტორპედო სეზონამდე თბილისელთა საუკეთესო თავდამსხმელით, ბუდუ ზივზივაძით გაძლიერდა.

„ეს ჩემთვის ტორპედოს რიგებში პირველი კლასიკოა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია. დიდი მოლოდინი გვაქვს და სერიოზულად ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდეს. რაც შეეხება გულშემატკივრობას, დარწმუნებული ვარ, სამტერდიაში ბევრი ხალხი მოვა – სამტრედიელებიც და ჩვენი გულშემატკივრებიც მრავლად იქნებიან. მათი როლი ძალიან დიდი იქნება. რა თქმა უნდა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ორმაგად მოტივირებული ხარ, რომ მის წინაშე თავი ორმაგად კარგად წარმოაჩინო. ამიტომ ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველოდები“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხი ტორპედო – დინამოს მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ – მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.