ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და შესაძლოა, „ჰანზასთან“ ითამაშოს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და შესაძლოა, „ჰანზასთან“ ითამაშოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თამაშებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და შესაძლოა, „კარლსრუეს“ ფორმით სადებიუტო შეხვედრა უახლოეს ტურში როსტოკის „ჰანზასთან“ ჩაატაროს, – ინფორმაცია ჯერ გამოცემა bnn.de-მ გაავრცელა, შემდეგ კი კლუბმაც დაადასტურა.

„ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ უნგრეთიდან იანვრის ბოლოს ჩამოვიდა. თუმცა, გუნდის ახალ იმედს ჯერ წუთიც არ უთამაშია. ეს ვითარება შეიძლება კვირას როსტოკში შეიცვალოს“, – წერს გამოცემა bnn.de.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე კომენტარი „კარლსრუეს” მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ეიხნერის თანაშემწემ, ზლატან ბაირამოვიჩმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ბუდუ ზივზივაძე ფორმაში შევიდა.

„ახალი თავდამსხმელი ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ეს კვირა იყო საუკეთესო მას შემდეგ, რაც ის ჩამოვიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის უფრო და უფრო ხალისიანი გახდა. თუმცა, რთულია უცებ ითამაშო, რადგან სხვა თავდამსხმელები გუნდთან უფრო შეთამაშებულები არიან. არ გამოვრიცხავდი, რომ თავიდანვე შემადგენლობაში ეთამაშა, მაგრამ მთავარია, რომ უკვე თამაში შეუძლია“, – განაცხადა კრისტიან ეიხნერმა.

მატჩი როსტოკის „ჰანზას“ და „კარლსრუეს“ შორის 5 მარტს გაიმართება. მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.