ბუდუ ზივზივაძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „კარლსრუემ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „კარლსრუემ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „გროიტერ ფიურტს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

42-ე წუთზე მეტოქის კარი იგორ მატანოვიჩმა აიღო. 54-ე წუთზე მასპინძლებს უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ მარვინ ვინიცეკმა პენალტი ვერ გამოიყენა. მოგვიაენებით ზივზივაძემ სწორედ ის შეცვალა.

მეორე გოლი „ფიურტის კარში ისევ იგორ მატანოვიჩმა გაიტანა. 86-ე და 90-ე წუთზე კი თავი ფაბიან შლოისენერმა გამოიჩინა.

„კარლსრუე“ 24 ტურის შემდეგ 35 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ „ჰამბურგს“ მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება.