ბუდუ ზივზივაძე - მხარზე ოპერაციას ხვალ გამიკეთებენ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - მხარზე ოპერაციას ხვალ გამიკეთებენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ, ხოლო მოედანს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაუბრუნდება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

ბუდუს თქმით, მხრის ოპერაცია უნგრეთში ჩაუტარდება. დამაიმედებელი ის არის, რომ დიდი დრო არ გაუცდება – ოთხი ან მაქსიმუმ ექვსი კვირა. ზივზივაძე ახალ წლამდე, როდესაც გუნდები მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებენ, გამოჯანმრთელებული იქნება და შეკრებას ჩვეულებრივ გაივლის.

თუმცა, მანამდე ზივზივაძე, რომელიც ვილი სანიოლის დროს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ნომერ პირველ თავდამსხმელად ჩამოყალიბდა, მაროკოსთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 17 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიგაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მხარი „ფეჰერვარის“ მეორე გუნდის მატჩში გასულ კვირას დაიზიანა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.