ბუდუ ზივზივაძე - „კარლსრუესთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - „კარლსრუესთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა. ბუდუმ განვლილი წელი შეაჯამა და „კარლსრუედან“ შესაძლო წასვლაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„2023 წელი მნიშვნელოვანი მომენტებით იყო დატვირთული. საქართველოში ჩატარდა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავს ტურნირს კიდევ ვუმასპინძლებთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე მომავალმა თაობებმაც ითამაშონ.

მინდა, ყველა გამარჯვებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო, რომ 2024 წელი მათთვის უკეთესი იყოს. მომავალი წლის მარტში ეროვნულ ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ელის. ვისურვებდი, რომ მთელი ქვეყანა ამ მატჩების ირგვლივ გაერთიანდეს და ერთად მივაღწიოთ დიდ წარმატებას.

რაც შეეხება „კარლსრუეში“ ჩემს მომავალს – გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს და ამჟამად, რაიმე კონკრეტული შეთავაზებაც არ მაქვს. ასე რომ, ჯერჯერობით ამ გუნდის წევრი ვარ“.