ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ დარჩება #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ დარჩება #1TVSPORT

საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ახალ სეზონშიც მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ დარჩება.

„ბუდუ „კარლსრუეში“ დარჩება, რადგან გუნდში მისი იმედი აქვთ. როდესაც გერმანიაში ჩავიდა, ტრავმირებული იყო და ორი თვე მუხლზე მკურნალობდნენ. მანამდე, ფაქტობრივად, არც შეკრება გაუვლია და არც ნორმალურად მომზადებულა. ამიტომ თავიდან ცოტას თამაშობდა.

მერე ვითარება შეიცვალა და თავისი უნარები გამოაჩინა. ახალი სეზონისთვის ბუდუ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება და მეტი შანსი ექნება, რომ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს“, – აცხადებს ლაშა ოდილაძე.

ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვარში უნგრული „ფეჰერვარიდან“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი დაუსრულდა და გერმანულ კლუბთან სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმა.