ბუდუ ზივზივაძე - იმედია, „კარლსრუეში“ 5 თებერვალს ვითამაშებ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - იმედია, „კარლსრუეში“ 5 თებერვალს ვითამაშებ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუესთან“ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ „კარლსრუესთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მეორე ბუნდესლიგის გუნდია, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგი დონის ჩემპიონატია. წელს გუნდის მიზანი ლიგაში დარჩენაა. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დავეხმარები. ახალ სეზონს კი ახალი მიზნებით შევხვდებით“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საინტერესოა, ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ რამდენად მოასწრებს ქართველი თავდამსხმელი, რომ „კარლსრუეს“ 5 თებერვალს „მაგდებურგთან“ სტუმრად გასამართ მატჩში დაეხმაროს? ზივზივაძეს ამის შესახებაც ვკითხეთ.

„მეორე ბუნდესლიგის მორიგ შეხვედრას „კარლსრუე“ კვირას, 5 თებერვალს გამართავს. ამ დროისთვის 100 პროცენტით მზად ვერ ვიქნები, მაგრამ იმედია, რამდენიმე წუთს ვითამაშებ, მალე კი ფორმაშიც შევალ და სრული დატვირთვით ავთამაშდები“, – გვითხრა ბუდუმ.

უნგრეთის „ფეჰერვარიდან“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი (15 მატჩი, 3 გოლი) მეორე ბუნდესლიგის კლუბში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადავიდა, ტრანსფერის თანხა უცნობია.

კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენაჩუნებისთვის იბრძვის.