ბუდუ ზივზივაძე გოლით დაბრუნდა
ბუდუ ზივზივაძე გოლით დაბრუნდა

კორონავირუსით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ, „მეზოკოვეშდმა“ და ბუდუ ზივზივაძემ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა.

მეზოკოვეშდმა“ ცნობილი ბუდაპეშტური კლუბი „მტკ“ საკუთარ არენაზე მიიღო. რადგან პანდემიიის გამო პაუზა დიდიხანს გაგრძელდა, გუნდებმა ფეხბურთელები მაქსიმალურად დატვირთეს და ორი 60-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს.

პირველი ტაიმი „მტკ“-მ 2:0 მოიგო, მეორე ნახევრის მთავარი გმირი კი ზივზივაძე გახლდათ. მან მწვავედ შეუტია, მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა და 105-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. 115-ე წუთზე კი მისმა თანაგუნდელმა დინო ბეზიროვიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

უნგრეთში მთავრობამ შეზღუდვები 4 მაისს მოხსნა და გუნდები უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, ჩემპიონატი კი დააახლოებით 24-25 მაისისთვის განახლდება.