ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზე გავიდა, – გულშემატკივრებში გამოკითხვა liga2-online.de-ს გვერდმა ჩაატარა.

გამოკითხვაში პირველ ადგილზე ბრაუნშვაიგის „აინტრახტის“ თავდამსხმელი რაიან ფილიპი გავიდა, რომელიც „კაიზერსლაუტერნთან“ 2:1 გამარჯვებაში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. მან ხმების 45 პროცენტი მიიღო.

ბუდუ ზივზივაძე მას მცირედით ჩამორჩა. „კარლსრუეს“ თავდამსხმელი მეორე ადგილზე 40 პროცენტითაა, ხოლო მესამეზე ფიტე არპი („ჰოლშტაინი“) გავიდა ხმების 7 პროცენტით.

მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „კარლსრუეს“ „ელფსბერგთან“ ურთულესი დაპირისპირების მოგებაში დაეხმარა – 3:2. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა.