ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

16:21, 27.04.2026

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – რჩეული თერთმეტეული პოპულარულმა გერმანულმა გამოცემამ, Kicker-მა შეადგინა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტის, „ზანქტ-პაულის“ წინააღმდეგ მატჩის დასაწყისშივე გაიტანა და „ჰაიდენჰაიმის“ გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა.

ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და „ჰაიდენჰაიმს“ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეუნარჩუნა.

მსგავსი