ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება #1TVSPORT

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბუდუ ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩის დროს „ჰაიდენჰაიმსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ქართველი თავდამსხმელი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. მისმა გუნდმა მატჩი 0:3 დათმო.

ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ ვერ დაეხმარება 20 სექტემბერს „ჰამბურგთან“, 27 სექტემბერს „აუგსბურგთან“ და 5 ოქტომბერს „შტუტგარტთან“ მატჩების დროს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე შეხვდება – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 14-ში – თურქეთს.