ბუდუ ზივზივაძე ფორმაში შედის - ქართველი თავდამსხმელი „ჰამბურგთან“ შეუჩერებელი იყო #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ „ჰამბურგთან“ მორიგი გოლი გაიტანა და „კარლსრუეს“ ერთ-ერთ ლიდერთან გამარჯვებაში (4:3) დაეხმარა. ბუდუს თამაშს „კარლსრუეს“ ოფიციალურ ვებგვერდსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა.
„ბუდუ ზივზივაძე „ჰამბურგთან“, უბრალოდ, შეუჩერებელი იყო!“ – წერს „კარლსრუეს“ „ტვიტერის“ გვერდი.
„ეს ბიჭი ნამდვილი ფენომენია! მისი შეჩერება „ჰამბურგის“ მცველებს ძალიან უჭირდათ“, – ეს უკვე „კარლსრუეს“ „ფეისბუქის“ გვერდის პოსტია.
ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია – 29 წლის ზივზივაძემ ოთხ ტურში მესამე გოლი გაიტანა, სულ კი ბოლო ცხრა შეხვედრაში მის ანგარიშზე ექვსი გოლია და, მატანოვიჩსა და ვანიცეკთან ერთად, „კარლსრუეს“ საუკეთესო ბომბარდირია.