ბუდუ ზივზივაძე - დავსხდებით და ვიმსჯელებთ, „ფეჰერვარში“ წასვლა სჯობია თუ დარჩენა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - დავსხდებით და ვიმსჯელებთ, „ფეჰერვარში“ წასვლა სჯობია თუ დარჩენა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს უნგრულმა გამოცემა nemzetisport-მა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ღიად დატოვა კითხვა გუნდიდან წასვლაზე გავრცელებულ ხმებზე. ამავე დროს, არ დამალა, რომ სულ ძირითადში თამაში სურს.

„ბევრ გოლს ვიტანთ, ხუთ მატჩში თოთხმეტი გავიტანეთ. უკმაყოფილო ვერ ვიქნები. სხვა საკითხია, რომ მეც, როგორც ყველა ფეხბურთელს, მინდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. ხუთ მატჩში ორჯერ ვიყავი შემადგენლობაში და სამჯერ გამოვედი სათადარიგოებიდან. არ უარვყოფ, რომ პირველივე წუთებიდან უფრო ხშირად მინდა მოედანზე შესვლა. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში მე არასოდეს მსმენია ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც არ სურდეს მუდმივად თამაში. რა თქმა უნდა, ვეთანხმები მწვრთნელთა გადაწყვეტილებას. აღარაფერს ვამბობ, რომ შემადგენლობაში შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. კენან კოდრომაც ხუთ თამაშში ოთხი გოლი გაიტანა. მაგრამ მე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივიღო“, – განაცხადა ზივზივაძემ.

28 წლის თავდამსხმელის თქმით, ამჟამად კარგ ფორმაშია:

„ თავდამსხმელი ვარ, რომელსაც უყვარს გოლების გატანა. ის ფაქტი, რომ თავს კარგ ფორმაში ვგრძნობ, სულ უფრო მეტი გოლის სტიმულს მაძლევს. მოედანზე იმ განცდით გავდივარ, რომ გუნდს დავეხმარო. თუ კონფერენს ლიგის წინა ტურში „გაბალასთან“ ორივე მატჩში ეს შევძელი, „პეტროკუბთანაც“ იგივე მინდა მოხდეს. შეიძლება ვინმე, ვინც კონფერენს ლიგის ხუთივე თამაშში მოედანზე იყო, ცოტა დაიღალა, მაგრამ არა – მე. გაზაფხულის სეზონი „უიპეშტში“ იჯარით გავატარე, სადაც თამაშიც კარგად წარიმართა და მას შემდეგ რაც „ფეჰერვარში“ დავბრუნდი, აქაც გამაქვს. ბევრს ვმუშაობ ამ დონის შესანარჩუნებლად და მინდა, გუნდს დავეხმარო გოლებით, პასებით და კარგი თამაშით“.

აგვისტოში აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ზივზივაძის სახელი „ყარაბაღს” დაუკავშირეს. ამიტომ კომენტარი „ფეჰერვარდიან“ შესაძლო წასვლაზეც დაუსვეს:

„ეს კითხვა ახლა აქტუალური არ არის. სატრანსფერო პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. თუ იქნება შემოთავაზება, რომელიც მე და კლუბსაც აწყობს, აუცილებლად დავსხდებით და ვიმსჯელებთ, ოჯახთანაც ვიმსჯელებთ, ჯობია წავიდე თუ დავრჩე. თუმცა, ახლა ამაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია, თუნდაც იმიტომ, რომ სალაპარაკო არაფერია. ამავდროულად, მშვიდად შემიძლია განვაცხადო ორი რამ: ჯერ ერთი, კარგ გუნდში ვთამაშობ და მეორეც, თავს კარგად ვგრძნობ. ახლა კი ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო“.