ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემი გოლებით მოიგო #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემი გოლებით მოიგო #1TVSPORT

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომლის დუბლითაც საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებმა ჩემი გოლებით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ვამაყობ ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

გერმანიაში ყოფნა ფიზიკურ მომზადებაში ძალიან დამეხმარა. ნოემბრამდე ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, თუმცა როცა შანსი მივიღე, გამოვიყენე და უკვე თავისუფლად შემიძლია, 90 წუთი გავატარო მოედანზე“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს „დინამო არენაზე“ 26 მარტს შეხვდება.