ბუდუ ზივზივაძე - ასეთ გრაფიკში „ფიზიკა“ მნიშვნელოვანი იქნება  #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ასეთ გრაფიკში „ფიზიკა“ მნიშვნელოვანი იქნება #1TVSPORT

უკვე ორი დღეა, ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება. გიბრალტართან მატჩამდე „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრა:

„10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. ერთა ლიგის ახალ სეზონს გიბრალტართან მატჩით ვიწყებთ და გვმართებს, რომ გავიმარჯვოთ. ეს თავდაჯერებისთვის კარგი იქნება და მომდევნო თამაშებშიც დაგვეხმარება“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

პირველ ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ივარჯიშებს „დინამო არენაზე“, სადაც დილით გიბრალტარის ნაკრების ვარჯიშია დაგეგმილი.

პირველი ივნისის განრიგი

10:00 – გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში

11:15 – გიბრალტარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში