ბუდუ ზივზივაძე - ამხანაგური თამაშები გვაქვს და იმედია ჩემპიონატის განახლებისთვის ფორმაში ვიქნები
ბუდუ ზივზივაძე - ამხანაგური თამაშები გვაქვს და იმედია ჩემპიონატის განახლებისთვის ფორმაში ვიქნები

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უნგრულ „მეზოკოვეშდში“ ვარჯიშს აგრძელებს და სეზონს მაისის ბოლოს განაახლებს, ხვალ კი კორონავირუსის პერიოდში პირველ შეხვედრას გამართავს – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„უნგრეთში ჩემპიონატი მალე გაგრძელდება. მთავრობამ შეზღუდვები 4 მაისს მოხსნა და ვარჯიშების განახლების უფლება მოგვცეს. ჩემპიონატი კი დააახლოებით 24-25 მაისისთვის განახლდება. მეც ვემზადები და თავს კარგად ვგრძნობ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძე.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აცხადებს, რომ ნელ-ნელა ფორმაში შედის: „ამ კვირაში ამხანაგური თამაშები გვაქვს და იმედი მაქვს, ჩემპიონატის განახლებისთვის უკვე ფორმაში ვიქნები. უკვე მესამე კვირაა, რაც გუნდურად ვვარჯიშობთ. უსაფრთხოების ნორმები დაცულია, რადგან ყოველ კვირას კორონავირუსზე ტესტს ვიტარებთ და საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი და გუნდის პერსონალი ჯანმრთელია.“