ბუდაპეშტში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

23:58, 18.05.2025

ბუდაპეშტი ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო.

პარტია „ფიდესმა“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან ეს დაფინანსება მიჩნეულია „საფრთხედ უნგრეთის სუვერენიტეტისთვის“.

უნგრეთის 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკრიტიკა ხელისუფლების საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც, მათი თქმით, „რუსულ კანონს ჰგავს უცხოელი აგენტების შესახებ და მიმართულია უნგრეთში დემოკრატიის განადგურებისკენ“.

მსგავსი