უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრან-პრიზე, ტურნირის დასკვნით დღეს, ხუთი ქართველი იჭიდავებს.
ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გელა ზაალიშვილი და ონისე ბუღაძე (+100 კგ.) მედლებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი ახალგაზრდა ძიუდოისტმა ტატო გრიგლაშვილმა მოუტანა. მან ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო სუფთად დაამარცხა.
12 ივლისს ორმა ქართველმა ძიუდოისტმა – თემურ ნოზაძემ (60 კგ.) და ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ.) წარუმატებლად იასპარეზეს.