ბრუნო პეტრი - შეუძლებელია იმის აღწერა, როგორი გრძნობაა ევროზე ასეთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ბრუნო პეტრიმ, რომელმაც ევრო 2022-ზე მეორე ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში გადამწყვეტიო გოლი გაიტანა და ავთანდილ ასათიანის გუნდს გამარჯვება მოუტანა, უეფას ვებგვერდზე კომენტარი გააკეთა.

„სიტყვით შეუძლებელია იმის აღწერა, როგორი გრძნობაა ითამაშო საქართველოს ნაკრების სახელით ასეთ ტურნირზე და გაიტანოთ გოლი, რომელიც დაგვეხმარება მეოთხედფინალში გასვლაში. ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა ჩვენთვის, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინას კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს, რომელიც მეკარეს ძალიან კარგად იყენებს შეტევაში. ჩვენ კვლავ მოგვიწია პირველი ტაიმის წაგების შემდეგ თამაშის შემოტრიალება. ჩვენ მოვახერხეთ ბრძოლა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ იბრძოდა ამ გამარჯვებისთვის ყველა მოთამაშე“, – განაცხადა ბრუნო პეტრიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და თუ დღეს ესპანეთი აზერბაიჯანთან არ დამარცხდება, ტურნირის მეოთხედფინალში გავა.