ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
Dublin , Ireland - 12 August 2026; Bruno Fernandes of Manchester United during the pre-season friendly match between Manchester United and Leeds United at Croke Park in Dublin. (Photo By David Fitzgerald/Sportsfile via Getty Images)
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ნახევარმცველს, ბრუნო ფერნანდეშს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ გუნდის კაპიტანმა უარყო კლუბის წინადადება.
ახალი ხელშეკრულების თანხმად, ბრუნო ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით წელიწადში მხოლოდ 500 ათას ევროზე მეტს მიიიღებდა. ამ პირობამ 31 წლის პორტუგალიელი არ დააკმაყოფილა.
ახლა ფერნანდეშის მომავალი „იუნაიტედში“ გაურკვეველი რჩება. თუ მხარეები ახალ პირობებზე ვერ მოილაპარაკებენ, ნახევარმცველი მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს წასვლას.
უფრო ადრე ბრუნო ფერნანდეშის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ საუდის არაბეთის კლუბები.