ბრუნო ფერნანდეში - პოგბასგან იმავეს ელიან, რასაც მესისგან ან რონალდოსგან
ბრუნო ფერნანდეში - პოგბასგან იმავეს ელიან, რასაც მესისგან ან რონალდოსგან

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში გამოექომაგა თავის თანაგუნდელ პოლ პოგბას, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ როგორც გუშემატკივრები, ასევე საფეხბურთო ექსპერტები.

„პოლს ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი თვისებები აქვს მას. ფეხბურთში, საკმარისია ერთი შეცდომა დაუშვა, რომ ხალხი წამსვე ივიწყებს შენს დადებით მხარეებს. შენ შეგიძლია 34 მატჩი კარგად ჩაატარო, შემდეგ ერთი ჩააგდო და სწორედ ამ ერთს დაგიმახსოვრებენ. პოგბა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: კლუბმა მასში დიდი თანხა გადაიხადა, ამიტომ მისგან ბევრს ელიან – იმავეს, რასაც ლიონელ მესისგან ან კრიშტიანო რონალდოსგან. პოლს მართლა აქვს ამ ორი მოთამაშის თვისებები და გუნდში მისი ყველას სჯერა“, – მოჰყავს ფერნანდეშის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეს-სამსახურს.