„ბრუკლინმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ამჯერად ბოლოადგილოსან „დეტროიტთან“ – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:10, 10.02.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 7 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია „ბრუკლინმა“. „ნეტსი“ სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფ „დეტროიტს“ დაუპირისპირდა და 111-122 წააგო. ბრუკლინელებმა უკანასკნელად ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4 დათმეს.

მასპინძელთა რიგებში 32 ქულით საუკეთესო ჯერემი გრანტი იყო. 22 ქულა დააგროვა დელონ ვრაიტმა. 14 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა მეისონ პლამლიმ.

სტივ ნეშის გუნდში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით კაირი ირვინგი გამოდგა. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 24 ქულა და 12 პასია.

„ბრუკლინი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებითა და 12 მარცხით ჯერჯერობით მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „დეტროიტს“, „პისტონსი“ 6 მოგებითა და 18 მარცხით კვლავ ბოლო ადგილზეა.

 

დეტროიტი – ბრუკლინი 122:11

https://www.youtube.com/watch?v=lRUmQx-UE2c

 

მაიამი – ნიუ იორკი 98:96

https://www.youtube.com/watch?v=L8_dzZOcqcc

 

ნიუ ორლეანი – ჰიუსტონი 130:101

https://www.youtube.com/watch?v=xFe5opD2OHw

 

სან ანტონიო – გოლდენ სტეიტი 91:114

https://www.youtube.com/watch?v=HJ_c6qrlSTk

 

იუტა – ბოსტონი 122:108

https://www.youtube.com/watch?v=UFvQrmcT9f8

 

პორტლენდი – ორლანდო 106:97

https://www.youtube.com/watch?v=SZrKgU8bEFc

 

საკრამენტო – ფილადელფია 111:119

https://www.youtube.com/watch?v=pTy5a0HC1QM

მსგავსი