„ბრუკლინმა“ მეორე ტაიმში გატეხა „ბოსტონის“ წინააღმდეგობა და სერიაში ანგარიში წაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბრუკლინმა“ მეორე ტაიმში გატეხა „ბოსტონის“ წინააღმდეგობა და სერიაში ანგარიში წაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბოსტონთან“ სერიის პირველ მატჩში ცუდი დასაწყისის მიუხედავად, „ბრუკლინმა“ შეძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება და სერიაში დაწინაურება.

„ნეტსი“ მატჩის სტარტზე 2:0 გავიდა წინ და ამის შემდეგ, პირველ ტაიმში მხოლოდ „ბოსტონი“ იყო დაწინაურებული. პირველ ორ მეოთხედში კევინ დურანტის, კაირი ირვინგისა და ჯეიმს ჰარდენის ტრიომ 11-დან ყველა სამქულიანი ააცილა. მაგრამ მესამე მეოთხედში „ბრუკლინის“ მიერ დაგროვებული 31 ქულიდან 28 ამ სამეულზე მოდიოდა. ეს მეოთხედი „ნეტსმა“ 18:4 გაქცევით დაიწყო და თამაშის ბოლომდე „ბოსტონმა“ მეტოქის დაწევა ვეღარ მოახერხა.

ეს იყო „ნეტსის“ ზედიზედ მერვე მოგება პლეი ოფში „სელტიქსის“ წინააღმდეგ. სხვათა შორის, წლევანდელ რეგულარულში „ბრუკლინმა“ სამიდან სამჯერ მოუგო „ბოსტონს“.

ამ მატჩის შემდეგ, დურანტს პლეი ოფში 4075 ქულა დაუგროვდა. მან გაუსწრო ტონი პარკერს და ყველა დროის სიაში მეცხრე ადგილზე გადავიდა.

 

ბრუკლინი-ბოსტონი 104:93 (16:21, 31:32, 31:20, 26:20)

ბრუკ: დურანტი (32+12 მოხსნა), ირვინგი (29), ჰარდენი (21+9 მოხსნა+8 პასი), ჰარისი (10), გრიფინი (1) – სასტარტო; კლექსტონი (6), გრინი (3), ბრაუნი (2), შემეტი (0).

ბოს: ტეიტუმი (22), სმარტი (17), უოკერი (15), ფურნიე (10), ტომპსონი (4+10 მოხსნა) – სასტარტო; რ. უილიამსი (11+9 მოხსნა+9 დაფარება), პარკერი (9), ნესმიტი (5), გ. უილიამსი (0), პრიტჩარდი (0), უოტერსი (0).

სერია: 1-0