„ბრუკლინმა“ კვლავ წააგო, დონჩიჩმა „დალასს“ მოაგებინა – ნბა-ის დღის ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თერთმეტი მატჩი გაიმართა. სანახაობრივი მხარე არც ერთ შეხვედრას აკლდა, იყო ორი ოვერტაიმი.
დღის გმირი კი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 36 ქულა, 9 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა მისი გადაცემა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე, როდესაც ტრეი ბერკმა სამქულიანი ჩააგდო და დალასელთა სასარგებლოდ 118:112 დააფიქსირა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
კვლავ წააგო „ბრუკლინმა“. სტივ ნეშის გუნდი სტუმრად ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა „კლივლენდს“ და ამჯერად 113:125 დათმო.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კევინ დურანტს. ჯეიმს ჰარდენმა 19 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 38 ქულა დააგროვა კაირი ირვინგმა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
„კლივლენდის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კვლავ კოლინ სექსტონი იყო. მას ორმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. 15 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი გაიფორმა ლარი ნენსმა. 19 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა ანდრე დრამონდმა. ასევე 19 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს ჯარეტ ალენმა.
დეტროიტი-ჰიუსტონი 102:103
https://youtu.be/rltkyPviB8o
შარლოტი-ჩიკაგო 110:123
https://youtu.be/gUDfi0DYkfs
ინდიანა-ორლანდო 120:118 დ.დ.
https://youtu.be/WK7IEQiq2MI
კლივლენდი-ბრუკლინი 125:113
https://youtu.be/8zVyRz3T2j8
ფილადელფია-ბოსტონი 122:110
https://youtu.be/aq0n6ym6El4
ტორონტო-მაიამი 101:81
https://youtu.be/YUgo7civWtM
მინესოტა-ატლანტა 98:116
https://youtu.be/OFqSlpk5KrI
სან ანტონიო-დალასი 117:122
https://youtu.be/stqikGxu0lc
კლიპერსი-ოკლაჰომა 120:106
https://youtu.be/EyohXX2ZFj0
ფინიქსი-დენვერი 126:130 დ.დ.
https://youtu.be/LKMnugTxg_c
საკრამენტო-ნიუ იორკი 103:94
https://youtu.be/9D92jbAn8UU