„ბრუკლინის“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება რეგულარულში – ნბა-ის ყველა მატჩის მიმოხილვა [ვიდეო]

12:19, 22.02.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ბრუკლინმა“ გუშინ „სტეიპლს ცენტრში“ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, დღეს კი მეორე ლოს ანჯელესურ გუნდს „კლიპერსს“ სძლია (112-108). აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვება ბრუკლინელებმა კევინ დურანტის გარეშე მოიპოვეს.

სტივ ნეშის გუნდში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, მის ანგარიშზე 37 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასია. კაირი ირვინგმა შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დეანდრე ჯორდანმა 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

კლიპერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 34 ქულა პოლ ჯორჯმა მიითვალა. 29 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კავაი ლეონარდმა.

 

კლიპერსი – ბრუკლინი 112:108

https://www.youtube.com/watch?v=K9aZIUjWOOg

 

ნიუ ორლეანი – ბოსტონი 115:120 (ოვერტაიმი)

https://www.youtube.com/watch?v=ELgSRszuJz8

 

კლივლენდი – ოკლაჰომა 101:117

https://www.youtube.com/watch?v=V4Fde2a_KZE

 

ორლანდო – დეტროიტი 105:96

https://www.youtube.com/watch?v=ZQQn_pZph7k

 

ტორონტო – ფილადელფია 110:103

https://www.youtube.com/watch?v=6M53Qk6TWHs

 

ნიუ იორკი – მინესოტა 103:99

https://www.youtube.com/watch?v=kF9_LWLmiuQ

 

ატლანტა – დენვერი 123:115

https://www.youtube.com/watch?v=4cJJdT0nbqY

 

მილუოკი – საკრამენტო 128:115

https://www.youtube.com/watch?v=u7YeROZnD6U

მსგავსი