ბრუკლინის ოთხ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დაინფიცირებულებს შორის კევინ დურანტიც არის
ბრუკლინის ოთხ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დაინფიცირებულებს შორის კევინ დურანტიც არის

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ცნობილი ხდება, რომ „ბრუკლინ ნეთსის“ ოთხ კალათბურთელს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა დაინფიცირებული სპორტსმენი იზოლირებულია და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება.

„ბრუკლინში“ ჯერჯერობით არ ასახელებენ ყველა დაინფიცირებული კალათბურთელების ვინაობას, თუმცა ამერიკული მედიის, კერძოდ კი ჟურნალისტ შემს ჩარანიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მათანი კევინ დურანტია.

წყაროს ცნობით, დურანტი თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას სინშვიდისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შემთხვევების ჩათვლით კორონავირუსი უკვე NBA-ს შვიდ კალათბურთელს დაუდასტურდა.