ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ურთიერთობა მოთხოვა #1TVSPORT
ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ურთიერთობა მოთხოვა #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის უფროსმა ვაჟმა ბრუკლინ ბექჰემმა აცნობა მშობლებს, რომ მათ მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით შეეძლებათ შვილთან ურთიერთობა. ამის შესახებ წერს გაზეთი The Sun.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს უფროს ვაჟთან ურთიერთობაში პრობლემები უკვე დიდი ხანია აქვთ. გასული წლის დასაწყისში პრესამ გაარკვია, რომ ბრუკლინმა არც კი მიულოცა მამას 50 წლის იუბილე.

მოგვიანებით, ბრუკლინ ბექჰემმა დაბლოკა თავისი მშობლები სოციალურ ქსელებში. მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ურთიერთობის გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ვიქტორიამ მოიწონა უფროსი ვაჟის პოსტი სოციალურ ქსელში. ბრუკლინ ბექჰემს მიაჩნია, რომ მშობლები მასთან ურთიერთობას მხოლოდ პიარის გამო აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ორი უმცროსი ვაჟი – რომეო და კრუზი მშობლების მხარეს დადგნენ და თავის მხრივ, დაბლოკეს უფროსი ძმა.