ბრონი ჯეიმსმა უნივერსიტეტის გუნდში მამის პატივსაცემად მე-6 ნომერი აირჩია #1TVSPORT
ბრონი ჯეიმსმა უნივერსიტეტის გუნდში მამის პატივსაცემად მე-6 ნომერი აირჩია #1TVSPORT

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის ვაჟი ბრონი ჯეიმსი, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში ირიცხება, მომავალი სეზონიდან მეექვსე ნომრით ითამაშებს. ამის შესახებ საუნივერსიტეტო გუნდის პრესსამსახურმა გამოაცხადა. სწორედ ამ ნომრით თამაშობს ლებრონი „ლეიკერსში“.

ვარაუდობენ, რომ უმცროსი ჯეიმსი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში ერთ სეზონს ითამაშებს, რის შემდეგაც დრაფტის გავლით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გადავა.

ადრე ლებრონმა არა ერთხელ აღიარა, რომ ოცნებობს ვაჟთან ერთად ერთ გუნდში თამაშზე. მანვე განაცხადა, რომ სურს კარიერაში ბოლო სეზონი სწორედ ბრონისთან ერთად ჩაატაროს, რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს მისი შვილი.