ბროკ უივერი აწონვაზე ინდიელთა ბელადის ფორმით გამოცხადდა | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (ვიდეო)
ბროკ უივერი აწონვაზე ინდიელთა ბელადის ფორმით გამოცხადდა | აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (ვიდეო)

ამერიკელი მებრძოლი ბროკ უივერი აწონვაზე ინდიელების ბელადის ფორმაში გამოცხადდა.

უივერის მოწინააღმდეგე როდრიგო ვარგასია, რომელსაც ამერიკელი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ფარგლებში (UFC Fight Night 167) 21 თებერვალს შეებრძოლება.

26 წლის უივერს 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან ათჯერ გამარჯვება იზეიმა, ოთხჯერ კი დამარცხდა. 34 წლის ვარგასს კი ათ ბრძოლაში, შვიდი გამარჯვება აქვს.