ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში იღებს მონაწილეობას.

სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან. ის ასევე შეხვდა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი, ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.