ბრიუსელში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს
ბრიუსელში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს

ბრიუსელში, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბა.

როგორც „როიტერი“ წერს, ლიდერები განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფა, თუ აშშ მოახერხებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას.

„ერთად ვდგამთ ნაბიჯს, როგორც ერთი მთლიანობა. მზად ვართ, უზრუნველვყოთ უკრაინის მომავალი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ.

ჰილის თქმით, კოალიციის მიზანია, „უკრაინა დააყენოს რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და შეაკავოს რუსეთის შემდგომი აგრესია“.

ამასთან, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის უკრაინის არმიის მხარდაჭერა.

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ კოალიციამ უნდა განიხილოს, თუ როგორ იმოქმედებს სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში, როგორიცაა რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაცია.