ბრიუსელში აშშ-ის საელჩოში ტერაქტის მომზადების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ბრიუსელში აშშ-ის საელჩოში ტერაქტის მომზადების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

ბელგიაში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ტერაქტის მზადებაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბელგიელი მამაკაცი 22 ივნისს ბრიუსელის ცენტრში დააკავეს.

ბელგიის სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ბელგიის უსაფრთხოების სამსახური დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა. ის საელჩოს ტერიტორიაზე საეჭვო საქმიანობისას შეამჩნიეს.

სასამართლომ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული მამაკაცი ყველა ბრალდებას უარყოფს.