ბრიუსელში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა
ბრიუსელში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა

ბრიუსელში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ევროპაში ანტისემიტური ინციდენტების მზარდი რაოდენობის გამო ბრიუსელში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაზე, დაახლოებით, 4000 ადამიანი შეიკრიბა.

პოლიციის ცნობით, მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტებს ბელგიის დროშები და ბანერები ეჭირათ წარწერით: „არ არის აუცილებელი, იყო ებრაელი, რომ იბრძოლო ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“.