ბრიტანულმა ვებგვერდმა მძიმეწონოსანი მოკრივეები შვიდ კატეგორიად დაყო - „უდიადესიდან“ დაწყებული „არამოკრივეებით“ დამთავრებული
ბრიტანულმა ვებგვერდმა მძიმეწონოსანი მოკრივეები შვიდ კატეგორიად დაყო - „უდიადესიდან“ დაწყებული „არამოკრივეებით“ დამთავრებული

ცნობილმა ბრიტანულმა სპორტულმა ვებგვერდმა „სპორტბაიბლმა“ (SportBible) გამოაქვეყნა კრივში სუპერმძიმე წონის თანამედროვე ჩემპიონთა საინტერესო რეიტინგი. მოკრივეებს აფასებდნენ რამდენიმე კატეგორიაში – „უდიადესიდან“ დაწყებული „არამოკრივეთი“ დამთავრებული.

აი, როგორ დაყვეს სუპერმძიმე წონაში 1990 წლიდან დღემდე არსებული ყველა ჩემპიონი:

უდიადესები – ლენოქს ლუისი, ევანდერ ჰოლიფილდი, როი ჯონსი-უმცროსი;

ელიტურები – ტაისონ ფიური, ვიტალი კლიჩკო, რიდიკ ბოუ;

გადაფასებულები – მაიკ ტაისონი, ვლადიმირ კლიჩკო, დევიდ ჰეი;

კარგები – ენტონი ჯოშუა, დეონტეი უაილდერი, კრის ბერდი, მაიკლ მურერი;

საშუალოები – ენდი რუის-უმცროსი, ჯოზეფ პარკერი, ჰასიმ რაჰმანი, რუსლან ჩაგაევი, კორი სანდერსი, სამუელ პიტერი, სულთან იბრაჰიმოვი, ოლეგ მასკაევი;

საშინელები – შენონ ბრიგსი, ბერმეინ სტივერნი, ნიკოლაი ვალუევი, ფრენკ ბრუნო, ჯონ რუისი, ლეიმონ ბრიუსტერი, ჰერბი ჰაიდი, სერგეი ლიახოვიჩი, ჰენრი აკინვანდე;

არამოკრივეები – ჩარლზ მარტინი, ბრიუს სელდონი.