ბრიტანული „სანი“ (THE SUN) - აშშ და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას 2020 წლის ივლისისთვის გააფორმებენ
ბრიტანული „სანი“ (THE SUN) - აშშ და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას 2020 წლის ივლისისთვის გააფორმებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას 2020 წლის ივლისისთვის გააფორმებენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეთანხმდნენ. ინფორმაციას გამოცემა „სანი“ (THE SUN) ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ლიდერები ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ სავარაუდოდ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადებენ.