ბრიტანული პრესა - გვარდიოლა „სიტიდან“ შესაძლოა სეზონის ბოლოს წავიდეს
ბრიტანული პრესა - გვარდიოლა „სიტიდან“ შესაძლოა სეზონის ბოლოს წავიდეს

ხოსეპ გვარდიოლამ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტი“ უკვე ამ სეზონის ბოლოს დატოვოს – მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თანამშრომლობა შეიძლება 2020 წლის ზაფხულში შეწყდეს.

ესპანელმა „სიტისთან“ ხელშეკრულება გასული წლის მაისში გააგრძელა, მაგრამ მწვრთნელის ერთ-ერთი პირობა იყო – კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის პუნქტის შეტანა. როგორც ბრიტანული პრესა წერს, თუ გვარდიოლას მოისურვებს წასვლას და შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს გუნდის წინაშე, შესაძლოა, „სიტი“ 12 თვით ადრე დატოვოს.

ამ მომენტისთვის, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში „ლივერპულს“ 11 ქულით ჩამორჩება. პეპი ინგლისურ კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს. მას ქვეყნის პირველობა ორჯერ აქვს მოგებული.