ბრიტანული მედია ლუკაკუს ინტერში გადასვლას წინასწარმეტყველებს
ბრიტანული მედია ლუკაკუს ინტერში გადასვლას წინასწარმეტყველებს

მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო მატჩებიდან გამოჩნდა, რომ გუნდს თავდასხმის ხაზში დიდი პრობლემები აქვს და მათი მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის გადაბირება იქნება.

ბრიტანული მედიის ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რომელუ ლუკაკუმ კლუბი დატოვოს, რადგან მის მიმართ დიდ ინტერესს მილანის „ინტერი“ იჩენს. იტალიური მხარე მზად არის, ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადოს. საუბარია 85 მილიონ ფუნტ სტერლინგზე.

გამოცემა „დეილი მეილის“ მტკიცებით, ბელგიელის აგენტი ფედერიკო პასტოლერო მის კლიენტს გუნდის დატოვებისკენ მიანიშნებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუ კლუბში დარჩება, ოლე გუნარ სოლსკიაერი თავდასხმის ხაზის გაძლიერებას მაინც შეეცდება, რადგან ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, იგი ფსონს თამაშზე ორი თავდამსხმელით ჩამოდის.

წყაროს თანახმად, „იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე მუსა დემბელე იქნება, რომელიც „ლიონს“ გასულ ზაფხულს „სელტიკიდან“ შეუერთდა და 18 გოლის გატანაც შეძლო.

სოლსკიაერის ყურადღება მიიპყრო მუსას სისწრაფემ და შესრულების უნარმა. „იუნაიტედის“ გარდა, 22 წლის ფრანგი ფორვარდით „არსენალიც“ ინტერესდება და დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზური განაპირობებს ამ ორი კლუბის კონკურენციას.