ბრიტანული მედია - ფეხბურთში ლურჯი ბარათის წესს ჯერ არ შემოიღებენ #1TVSPORT
ბრიტანული მედია - ფეხბურთში ლურჯი ბარათის წესს ჯერ არ შემოიღებენ #1TVSPORT

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) გადაწყვიტა, უახლოეს მომავალში ფეხბურთში ლურჯი ბარათის წესი არ გამოსცადოს.

საბჭოს ლურჯი ბარათის შემოღებისთვის მხარი 9 თებერვალს უნდა დაეჭირა, თუმცა უარყოფითი გამოხმაურების გამო პროცესი შეაჩერა. ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებენ საკითხზე კიდევ ერთხელ.

ლურჯი ბარათით მოთამაშეს მოედანს 10 წუთით დაატოვებინებენ. ფეხბურთელი ასეთ ბარათს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეტოქის ძალიან სახიფათო სწრაფ შეტევას ჩაშლის ან მსაჯთან კამათს დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს. ასევე, ორი ლურჯი ბარათის ერთ შეხვედრაში მიღება წითელ ბარათად გარდაიქმნება, ისევე როგორც ერთი ლურჯისა და ერთი ყვითელი ბარათის.

გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, ლურჯი ბარათის გამოცდა მომავალი სეზონიდან ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე იგეგმებოდა.