ბრიტანული მედია - „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
ბრიტანული მედია - „ჩელსი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT

ბრიტანული გამოცემის, Sport Zone-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მუშაობით უკმაყოფილოები არიან და სურთ, ის ჩაბი ალონსოთი შეცვალონ.

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის შემდეგ „ჩელსი“ გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა და მხოლოდ ცხრა გამარჯვება აქვს, რაც გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის ფონზე ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია.

ჩაბი ალონსო გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ „ლევერკუზენში“ წარმატებით მუშაობს, ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა, „ბაიერი“ ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მიუნხენის „ბაიერნს“ ორი ქულით უსწრებს.

„ჩელსის“ გარდა, ალონსოს მიმართ ინტერესს „ლივერპულიც“ იჩენს, რადგან მერსისაიდული გუნდის რიგებს სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი იურგენ კლოპი დატოვებს.